ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი

წყალტუბოში იმოფებოდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე მან  მუნიციპალიტეტში წამყვან პრობლემატურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. 

“წყალტუბოში უკვე წლების განმავლობაში ვდებთ მნიშვნელოვან ინვესტიციას. მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იყო აღდგენილი წყალტუბოს ცენტრალური პარკი. წელს უკვე ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შადრევნის რეაბილიტაცია – ეს არის სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ დამსვენებლებმა კარგად იგრძნონ თავი. თუმცა პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის პრობლემები. ამიტომ მოსახლეობისთვის უშუალოდ წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგებაც მიმდინარეობს ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ასევე საკანალიზაციო სამუშაოები – კანალიზაციის სისტემების გამართვა ასევე ვიცით რომ იყო წყალტუბოს პრობლემა.” – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

წყალტუბოს მერის თქმით მომავალ წელს წყალტუბოში რამდენიმე მაშტაბური პროექტი იგეგმება.

“2019 წელი წყალტუბოსთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გამოვყო საკანალიზაციო ქსელი, რომელიც არ ყოფილა წყალტუბოში არასდროს. არის უდიდესი პროექტი, რომელიც 2019 წელს განხორციელდება. ასევე, დანარჩენი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამოვყოფდი ორი სკოლის მშენებლობას, რომელიც მტკივნეულ თემად რჩებოდა ჩვენთვის. ესაა სოფელ წყალტუბოსა და სოფელ გეგუთის სკოლები. დარწმუნებული ვარ ეს პროექტები გაახარებს ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან ერთად ასევე არის გზის დაგებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების საკითხები, რომელებიც მომავალ წელს განხორციელდება. ჩვენ ყველა ღონეს გამოვიყენებთ, რომ სწრაფად განხორციელდეს ეს პროექტები და რაც მთავარია ხარისხიანად” – განაცხადა წყალტუბოს მერმა გია იოსელიანმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *