პოლიტიკა
"ბოლო წლების განმავლობაში ხელფასებზე ყოველთვის 24 მილიონი იხარჯებოდა"
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ბრალდებებს ქუთაისის მერიაში უპასუხეს. 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობისა და ხარჯების შესახებ კომენტარი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ გააკეთა. მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით შემცირებული არ არის და 54 მილიონ 960 ათას ლარს შეადგენს. მისივე განმარტებით, ბიუჯეტი რგფ-დან გამოყოფილი თანხით 11 მილიონით გაიზრდება. როგორც ნიშნიანიძე აცხადებს, წლის ბოლოს ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 70 მილიონი ლარი გახდება. 

"არ ვიცი გიგა შუშანიამ ეს ციფრები საიდან მოიტანა. ბიუჯეტის წაკითხვა ძალიან მარტივია და მითუმეტეს არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას საკრებულოს დეპუტატისათვის,"-განაცხადა ნიშნიანიძემ.

რაც შეეხება დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა შორისაა რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია, ნიშნიანიძე აცხადებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს და ხარჯები ჯერ ბიუჯეტში განსაზღვრული არ არის. 

საფინანსო სამსახურის უფროსს ბიუჯეტის ნახევრის ხელფასებზე გადანაწილება უჩვეულოდ არ მიაჩნია და განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა წლების განმავლობაში თითქმის უცვლელია. ნიშნიანიძე წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდასაც უარყოფს.

"ბოლო წლების განმავლობაში ხელფასებზე ყოველთვის 24 მილიონი იხარჯებოდა, დამათებითი მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება,"-განაცხადა ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 10 მილიონითაა შემცირებული და 49 მილიონს შეადგენს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, 2019 წელს ბიუჯეტის ნახევარს 24,5 მილიონ ლარს მერია ხელფასებში დახარჯავს. 7 მილიონი ლარი მოხმარდება მერიისა და საკრებულოს აპარატის შენახვას.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019