ზესტაფონის მერიიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი თანამდებობაზე აღადგინეს.

იამზე მარაქველიძეს განაცდურიც აუნაზღაურეს.

“იამზე მარაქველიძემ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები მოიგო, თუმცა ზესტაფონის მერია 2018 წლის მაისიდან დღემდე უარს აცხადებდა გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ჩვენი არაერთი მიმართვისა და საჯარო განცხადებების შედეგად, საბოლოოდ გადაწყვეტილება აღსრულდა,”-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში”, რომელიც მოქალაქის ინტერესებს იცავდა.

იამზე მარაქველიძე თანამდებობიდან 2018 წლის პირველ იანვარს გაათავისუფლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *