პოლიტიკა
"გაეცანი წარმოებას"-სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა იმერეთში საწარმოები მოინახულა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კამპანია "გაეცანი წარმოებას" დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, პირველი რეგიონული გასვლა იმერეთის რეგიონში შედგა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი, ქუთაისში მდებარე საწარმო "ემჯიემტექსს" ესტუმრა. ვიზიტის მიმდინარეობისას პალატის პრეზიდენტი წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

"ემჯიემტექსი" ტექსტილისა და ტანისამოსის მწარმოებელი ქარხანაა, რომელსაც საკუთარი ნაწარმი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, რუმინეთში, იტალიასა და ავსტრიაში. საწარმოში ამ ეტაპზე 250 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ნინო ჩიქოვანმა საკვების გადამამუშავებელი სექტორის საწარმო "ბაია ფუდი" მოინახულა.

საწარმო მცირე ბიზნესის კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ამ ეტაპზე 17 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ქარხანა ძირითადად მარცვლეულის გადამუშავებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებით არის დაკავებული, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

კამპანიის "გაეცანი წარმოებას" ძირითადი მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია და საქართველოში მოქმედი საწარმოების საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობაა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები კამპანიის ფარგლებში წარმოების პროცესს ადგილზე დაათვალერებენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბიზნეს-სექტორისთვის აქტუალური პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საწარმოების მონახულება ქვეყნის ყველა რეგიონში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23:59 / 19.05.2019
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია
ჭიათურაში საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. 
22:22 / 19.05.2019
ჭიათურაში საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. 
ტყიბულში საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე წარიმართა. საოლქო
საარჩევნო
22:13 / 19.05.2019
ტყიბულში საარჩევნო პროცესი დარღვევების გარეშე წარიმართა. საოლქო საარჩევნო
წყალტუბოში საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
21:44 / 19.05.2019
წყალტუბოში საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.
ზესტაფონში 53-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა.
21:36 / 19.05.2019
ზესტაფონში 53-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 14 - 25 °C
img
ქუთაისი 14 - 23 °C
img
ბათუმი 17 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019