პოლიტიკა
"ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებზე ნადირობამ მასიური ხასიათი მიიღო"
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" "ქართულ ოცნებას" ქუთაისში ამომრჩეველთა დაშინებაში ადანაშაულებს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიგა შუშანია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის აქტივისტები კარდაკარ გრიგოლ ვაშაძის სახელით დადიან და ამომრჩევლებს  პირადობის მოწმობებს სთხოვენ. როგორც შუშანია განმარტავს, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერების იდენტიფიცირების შემდეგ, მათზე ზეწოლას ახდენენ. 

ოპოზიციონერი დეპუტატი კონკრეტულ სახელსა და გვარებსაც ასახელებს. ერთ-ერთი მათგანი მალხაზ აბაშიძეა, რომელიც, შუშანიას ინფორმაციით, ერთ–ერთი ა(ა)იპის თანამშრომელი, გიორგის ჭიაღვარიასთან და საკრებულოს წევრებთან დაახლოებული პირია. ასევე, ბუხაიძის ქუჩა #18 და #20 ბინებში გრიგოლ ვაშაძის სახელით ამომრჩევლის პირად მონაცემებს აგროვებდა ხატია ელიავა, რომელიც "ქართული ოცნების" გამარჯვების შტაბის წარმომადგენელია. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის ერთ-ერთი კლასის დამრიგებელი, ლალი გახოკიძე კი ზეწოლად მოსწავლეების მშობლებზე ახორციელებს. გახოკიძე მათ სატელეფონო საუბრებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს.

"ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებზე ნადირობამ მასიური ხასიათი მიიღო. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დადიან კარდაკარ, თავს ასაღებენ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლებად, ინიშნავენ ჩვენს მხარდაჭერებს და სთხოვენ მათ პირადობის მოწმობებს. ამ პროცესს ხელმძღვანელობენ უშუალოდ ქუთაისის მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ორგანოებში. ამომრჩევლის იდენტიფიცირების შემდეგ, უკვე "ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა. განსაკუთრებულ შემთხვევებში პირადად ქუთაისის მერი ერთვება ამ ტიპის კომუნიკაციებში. ასევე საჯარო მოხელეებს ავალებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების და პირადობის მოწმობის მონაცემების მოტანას. არ შესრულების შემთხვევაში კი სამსახურიდან გაშვებით ემუქრება პირადად ქუთაისის მერი. ხშირ შემთხვევებში საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამომრჩევლები ერიდებიან საჯარო საუბარს, თუმცა, ჩვენს მიერ მოხდა რამდენიმე ადამიანის იდენტიფიცირება,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

"ძალა ერთობაშია" ზეწოლის ფაქტებზე ინფორმაციის მიწოდებას სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ აპირებს, რადგან თვლიან, რომ საქმეში შსს და სუსიც ჩართულია. როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, მათ მიერ მოპოვებული ფაქტები და მასალა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს
მთავრობამ უკვე მიიღო.
11:27 / 17.09.2019
ქუთაისის მერის განცხადებით შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო.
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 28 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019