Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
გენდერული თანასწორობის საბჭომ ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილა
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განიხილეს. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ინიციატივები, რომელსაც საბჭოში შექმნილი ბიუჯეტირების ჯგუფი დეტალურად რამდენიმე დღეში განიხილავს.  ინიციატივები ეხება მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფას, ასევე ქალაქში მორიგე ბაღის არსებობას, მოხუცთა თავშესაფრის ცენტრს, ბაღების ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა.

"ყველა მუნიციპალიტეტში საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოები ახდენდნენ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტების განხილვას თუ რამდენად მგრძნობიარეა ესა თუ ის პროგრამა გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლეთან ერთად გავიარეთ ქუთაისისი 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები როგორც შემოსავლების ასევე, გასავლების კუთხით. დღევანდელ სხდომაზე პროგრამების სრულყოფის თვალსაზრისით რიგ პროგრამებთან და ქვე-პრორგამებთან დაკავშირებით გამოვთქვით შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე, საბჭომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელახლა შევიკრიბოთ და მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად გავიაროთ კონკრეტულ აიპებსა თუ მერიის სამსახურებზე გამოყოფილი ფინანსური ასიგნებები. ამის შემდეგ კი უკვე ერთობლივი რეკომენდაციებით წარვსდგებით ქუთაისის მერიასა და საკრულოსთან 2019 წელის ადგილობრივ ბიუჯეტის პროექტის დასახვეწად." - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნოდარ ჯიქიამ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა საბჭოს მიერ უფრო დეტალურად უკვე უახლოეს დღეებში მოხდება. 

"საბჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის გვქონდეს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი. დღევანდელ შეხვედრაზე ახალი ინიციატივები დადგა, რაც გასული წლის ბიუჯეტში ასე კონკრეტულად არ იყო ასახული. ეს ახალი იდეები გვინდა, რომ აისახოს ბიუჯეტში. ამისთვის კი კიდევ მოეწყობა შეხვედრა უკვე იმ კონკრეტულ სამსახურებთან, რომელთა კომპეტენციაშიც შედის სხდომაზე გაჟღერებული ინიციატივები. ეს შეხვედრა მოგვცემს საშუალებას გავზომოთ ამ იდეებისა და ინიციატივების განხორციელების რეალურობა, გზები და საჭიროებები. ხოლო, რაც შეეხება თავად იდეებს: ბაღების ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზება და ა.შ. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ადგილობრივების ინტერესში შედის და ქუთაისისთვის გამოწვევაა" - განაცხადა გენდერული თანასწორობი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020