პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო:Wizz Air-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება, რომელიც ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან ასრულებს, არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. მათივე განცხადებით, პირიქით, ხდება Wizz Air-ის საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება. 

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით "ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ". აღნიშნული შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, გამარტივებულია ქვეყნებს შორის საავიაციო ბაზარზე დაშვების პროცედურები, იგი ემყარება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს შეზღუდვები ავიაკომპანიების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, ტარიფებზე, საჰარო ხომალდის ტიპებზე და დანიშნულების პუნქტებზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელია შეუზღუდავად ევროკავშირსა და საქართველოს ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტს შორის.
"Wizz Air-სთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ავიაკომპანიისათვის ფრენის განრიგების დამტკიცება ხორციელდება აღნიშნული შეთანხმების პირობების დაცვით და ყოველგვარი ბრალდება, რამე სახის შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. 2005 წლიდან, საქართველო ატარებს საჰაერო მიმოსვლის ლიბერალურ პოლიტიკას, რისი შედეგიც არის კონკურენტული გარემო საავიაციო ბაზარზე, წლიდან წლამდე გაზრდილი მგზავრთნაკადი, მუდმივად მზარდი დაინტერესება ავიაკომპანიების მხრიდან დაიწყონ ოპერირება საქართველოს მიმართულებით და რაც მთავარია გადაადგილების გაზრდილი შესაძლებლობა და მეტი არჩევანი მგზავრისთვის. აღნიშნული ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე, დღეისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს ორი ქართული და ექვსი ევროპული ავიაკომპანია – ევროპის 16 ქვეყანაში 35 მიმართულებით,"-ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ქართული ავიაკომპანია "Myway Airlines"-სთვის რუსეთის მიმართულებებზე სიხშირეების არმინიჭების შესახებ, უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ცნობაც სრული სიცრუეა.








FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019