ქუთაისის 119-ე საარჩევნო უბანზე სავარაუდო

კანონდარღვევა დაფიქსირდა. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, “ახალგაზრდები ევროპული მომავლისვის” წარმომადგენლის ხათუნა არველაძის განცხადებით, უბანზე მარკირებიანი ამომრჩევლები მივიდნენ.

“კერძოდ, დაფისირდა ფაქტი, რომ უბანზე მოდიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანდარინი აქვთ ნაჭამი, მანდარინის ლაქა სულ სხვა არის, ეს ადამიანები აშკარად არიან მარკირებიანი ადამიანები, ეს არის დიდი დარღვევა და დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეს ეუბნებიან აღნიშნულის შესახებ, ის უარყოფს ამ ფაქტებს, ეს არის მასიური ხასიათის. ბევრმა დამირეკა სხვადასხვა უბნებიდანაც. საეჭვოა, რომ დილიდან მანდარინი ჭამეს, თან არჩევნების დღეს და თან ამდენმა ადამიანმა,”-განაცხადა ხათუნა არველაძემ.

119-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე კესო ვაშაუმაძე ბრალდებებს უარყოფს. მისივე თქმით, მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა უბანზე, რომელსაც მანდარი ქონდა ნაჭამი და ხელის დაბანის შემდეგ, ლაქები აღარ აღენიშნებოდა, აქედან გამომდინარე, კომისიამ გადაწყვიტა და მიაცემინეს ხმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *