10 საათის მონაცემებით, წყალტუბოში საკუთარი

არჩევანი 3 ათასზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსრა. როგორც საოლქო საარჩვენო კომისიაში აცხადებენ, უბნები დროულად გაიხსნა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი.

“წილისყრის პროცედურები ჩატარდა ნორმალურად. მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერლი, რომელიც ამ პროცედურებს არ ეხება. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა გადაიღო მიღება-ჩაბარების აქტი და “სამართლიანმა არჩევნებმა” აწერა ამაზე საჩივარი. სავარაუდოდ თვითშემოქმედებამ შეაწუხა. 10 საათის მონაცემებით, 3 ათას 935-მა ამომრჩევემა მისცა ხმა. დაახლოებით ასე იყო პირველ ტურშიც.”- განაცხადა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ნიჟარაძემ.

წყალტუბოში მეორე ტურში საერთო ამომრჩეველთა რაოდენობა 130-მდეა გაზრდილი და 51 ათას 392-ს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *