პოლიტიკა
ქუთაისში, 37-ე უბანზე, დამკვირვებლები და საარჩევნო უბნის კომისიის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხმაური იყო ქუთაისის 37-ე საარჩევნო უბანზე. დაპირისპირება დამკვირვებლებსა და საარჩევნო უბნის კომისიის წევებს შორის სამაგდიო სიების გამო დაიწყო. უბანზე დამკვირვებლის ანდრო ლოსაბერიძის გაცხადებით, საარჩევნო უბანში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ დამკვირვებლებს მონიტორინგის უფლება არ ჰქონდეთ.

"მაგიდები მიდგმულია კედელთან და ამას იმით ხსნიან, რომ სივრცე არ აქვთ. სინამდვილეში, ამ უბანში წააგო "ოცნების" კანდიდატმა და ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დემოკრატიუალდ არ ჩატარდეს არჩევენები,"-განაცხდა არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" დამკვირვებრლმა ანდრო ლოსაბერიძემ.

კომისიის თავმჯოდომარის თქმის, უბანზე ყველა უფლებამოსილ პირს აქვს მუშაობის საშუალება და არანაირი შეფერხება არ ყოფილა.
| Print |