ტყიბულში არჩევნების მეორე ტურის

მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამ დროისათვის მხოლოდ ორი საჩივარია დაწერილი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება.

“2 საჩივარია საოლქოში შემოსული. ერთ შემთხვევაში ამომრჩეველმა საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა, მეორე შემთხვევაში ვადაგასული პირადობით მიაცემინეს ხმა. მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჰქონდა ვადიანი, მაგრამ პირადობით მიაცემინეს ხმა”,- განაცხადა ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნატო კენჭოშვილმა.

სოფელ საწირეში №13-ე საარჩევნო უბანზე დაწერილია საჩივარი და საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა ტყიბულშიც გაზრდილია. 21 ათას 791 ამომრჩეველია რეგისტრირებულია, პირველ ტურში კი 21 ათას 768 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *