გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის

კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ის უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

“იმედი მაქვს, ყველა ადამიანი მოვა საარჩევნო უბანზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, რადგან საქართველოს ფუჭად დასაკარგი დრო არ აქვს,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

“არჩევანი დილით გავაკეთე და ჩამოვყევი ჩემს მეუღლეს, რომ დავუჭირო მხარი. ვთხოვ ყველას, მოვიდნენ და საკუთარი არჩევანი გააკეთონ,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ ნინო ანანიაშვილმა.

შეგახსენებთ, ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის უწევთ. პრეზიდენტობისთვის არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იბრძვიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *