მცირე ხმაური იყო ქუთაისის მე-20 საარჩევნო

უბანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი დამკვირვებელი გააძევეს. დაპირისპირება ანდრო ლოსაბერიძესა და საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს შორის სამაგდიო სიების გამო მოხდა. ლოსაბერიძე საარჩევნო უბანში სამაგიდო სიების არასწორ განლგებას აპროტესტებდა. მისი თქმით, მაგიდები კედელთან ახლოს ისე დგას, რომ დამკვირვებლებს მონიტორინგის საშუალება არ ეძლევათ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მიზეზით დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს.

კომისიის თავმჯოდომარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. უბანზე მყოფი სხვა დამკვირვებლები კი ამბობენ, რომ მათ მუშაობაში ხელი არ შეშლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *