39-ე უბანზე მისულ მოქალაქეს

ხმა მიცემული დახვდა. ლეილა სილაგაძე ირწმუნება, რომ მას ამდრომდე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

“ჯერ მითხრეს, რომ პირადობა ყალბი არისო, კარგად რომ დააკვირდნენ, მიხვდნენ შეცდნენ. ჩემს გრაფაში ხელმოწერილი იყო, გამოდის რომ ჩემ ნაცვლად ხმა სხვამ მისცა. მე გავჯიუტდი და ჩარევით როგორც იქნა ხმა მიმაცემინეს”, – ამბობს ლეილა სილაგაძე.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯომარე ნინო გაბუნია ადასტურებს, რომ ამომრჩევლის ხელმოწერის ადგილზე ნამვილად იყო ხელმოწერა, თუმცა, ირწმუნება, რომ ეს როგორ მოხდა არ იცის.

“კი, ნამდვილად იყო ხელმოწერა. მაგრამ რა მოხდა ვერ გეტყვით. რაც შეეხება მისი საბუთის სიყალბეს, ასე არ ყოფილა. უბრალოდ, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა თქვა, რომ ამ ქალმა დღის პირველ ნახევარში ხმა დააფიქსირა,”-ამბობს თავმჯდომარე.

საბოლოო ჯამში, ცესკოს წარმომადგენლების ჩარევით, ამ ამომრჩეველმა ხმის მიცემა შეძლო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *