ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით
კომპანიამ "ედისონ რისერჩი" ეგზიტპოლი ჩაატარა. შედეგებით კი ამ
დროისათვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური
გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 55%-ით
იმარჯვებს. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ
ვაშაძემ კი 45% მიიღო.
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმადაც
არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. კომპანია "გელაპის" მიერ
ჩატარებული კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 58 პროცენტი აქვს,
ხოლო გართიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს - 42
პროცენტი.
მასალის გამოყენების პირობები