ცესკოს მონაცემებით, ხმათა უმრავლესობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი ტყიბულში.

მან ხმათა 54,16 % დააგროვა, ანუ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა 6660 ხმა მიიღო. რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძემ 5637 ხმა მიიღო, რაც ხმების 45, 84 %-ია.

ტყიბულში 37 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მონაცემები ყველა მათგანზეა დათვლილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *