ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის

დეპუტატი ალეკო ახალაძე გიორგი ჭიღვარიას მერიაში რეორგანიზაციის დაწყების თხოვნით მიმართავს. როგორც ახალაძე აცხადებს, მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ აიპებში ბევრი “საბოტაჟნიკია”, რომლებიც ქალაქის წინსვლასა და განვითარებას აფერხებენ. ახალაძის აზრით, არჩევნებში ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსი არ გამოუყენებია. მისივე განმარტებით, აღნიშნული რესურსი “დამნაშავე” ძალამ გამოიყენა.

“მერიის შენობაში არის ძალიან ბევრი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. როდესაც მოდის მომხმარებელი და ითხოვს მომსახურებას, ისინი შეგნებულად აჭიანურებენ ამას. შემდეგ კი ისრები მოდის მერიასა და საკრებულოზე. ეს ძალა მოსახლეობას არ მიიყვანს ამოცანების შესრულებამდე, რაც მოსახლეობამ დაისახა. ბევრი ხალხი აცდენს, არ მუშაობს. ეს ხალხი უნდა აღირიცხოს და გამოიკვეთოს, იზიარებენ თუ არა ისინი იმ კურსს, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება ახორციელებს,”-განაცხადა ალეკო ახალაძემ.

ახალაძის გამოსვლას გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე.

“პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ თანამშრომლებს. მე ვფიქრობ, რომ რეორგანიზაცია საჭიროა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მხოლოდ და მხოლოდ მენეჯმენტი. ბატონი ალეკოს განცხადება ამას ემსახურებოდა, უბრალოდ, თან ერთვოდა განცდები და პირველი ტურის შედეგები ქუთაისში,”-განაცხადა ოთარ ლორთქოფანიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *