ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-14 სხდომა

არჩევნების მეორე ტურის შეჯამებით დაიწყო. უმრავლესობის წევრებმა მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მიულოცეს და განაცხადეს, რომ ქუთაისმა სწორი არჩევანის გაკეთება შეძლო.

“ახალი ეტაპი იწყება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს ღირსეული არჩევანისა და ქვეყნის გადარჩენისთვის. ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უნდა გამოეთიშონ ქართულ პოლიტიკას,”- განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოთარ ლორთქიფანიძემ.

“მადლობას ვუხდი მოქალაქეებს აქტიურობისათვის, მხარდაჭერისათვის. მოსახლეობამ მოგვწმინდა შესაძლო სირცხვილი. არ უნდა დაბრუნებულიყო დამნაშავე ძალა, რომელიც ყრვნის მოსახლეობის სულს, გულსა და გონებას,”-განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც მმართველმა გუნდმა არჩევნების შედეგებს დაუკავშირა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *