პოლიტიკა
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის მიმდინარეობას ადასტურებენ
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის მიმდინარეობას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით დაიწყო. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ განხორციელდება.

"2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელთა მუშაობამ ნათელყო, რომ მერიისა და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოხდეს სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია. რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად, თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს. განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება, ჯერჯერობით უცნობია, ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა, რის თაობაზეც დავალება რეორგანიზაციის დაწყების ბრძანების საფუძველზე სამსახურის უფროსებზე გაცემულია,"-განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაცია როგორც რიგით თანამშრომლებს, ასევე, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირებსაც შეეხება. მათივე განცხადებით, მერიაში "წმენდა" პოლიტიკური ნიშნით 2019 წლიდან ჩატარდება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული
16 000 ლარიანი
13:33 / 12.11.2019
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული 16 000 ლარიანი
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 2 - 16 °C
img
ქუთაისი 11 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019