პოლიტიკა
TI:"პარკინგსერვისის" არსებობის ერთადერთი მიზანი 41 თანამშრომლის დასაქმებაა

შპს "პარკინგსერვისი" ქუთაისის მერიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს კვლავ არ ასრულებს.

კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან დღემდე "პარკინგსერვისს" იჯარის სახით მერიის ბიუჯეტში ჯამში 1 390 245 უნდა გადაეხადა, თუმცა, 2018 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 149 999 ლარია გადახდილი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მერია საიჯარო თანხის გადაუხდელობაზე არ რეაგირებს და არც კომპანიის მართვის ან ხელშეკრულების პირობების ცვლილებას აპირებს.

პარკირების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ირიცხება. ჯარიმების ოდენობამ 2016 წელს 166 762 ლარი, 2017 წელს 301 600 ლარი, ხოლო 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით 207 352 ლარი შეადგინა.

"ამ ყველაფრის შეჯამების შედეგად, სავალალო სურათს ვიღებთ: შპს "პარკინგსერვისი" პარკინგის პრობლემას ვერ აგვარებს, თუმცა ქუთაისში მანქანებით მოსარგებლეებს ჯარიმის სახით წელიწადში საშუალოდ 200 000 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო, პროცესის ადმინისტრირებაზე წელიწადში დაახლოებით 370 000 ლარი იხარჯება. გამოდის, რომ კომპანიას 1 ლარის ჯარიმის მობილიზება საშუალოდ 1,7 ლარი უჯდება. ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ მერია ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციების გამოყენებისგან თავს იკავებს და 2015 წელს შპს-ს სუბსიდირებაც კი განახორციელა, გამოდის, რომ სახეზეა მართვის სერიოზული პრობლემა, რომლის შედეგადაც ბიუჯეტმა 3 წლის განმავლობაში 1 240 246 ლარი ვერ მიიღო და დამატებითი ხარჯიც კი გასწია. ეს ყველაფერი, შესაძლოა, არა მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობის, არამედ უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.

შეიძლება დავასკვნათ, რომ კომპანია "პარკინგსერვისის" არსებობის ერთადერთი მიზანი მასში 41 თანამშრომლის დასაქმებაა, რაც ქუთაისის გადასახადის გადამხდელებს 3 წლის განმავლობაში პირდაპირი ხარჯის სახით 2 მლნ-ზე მეტი დაუჯდათ.

შედეგად, გაუგებარია, ასეთ პირობებში რატომ არსებობს შპს "პარკინგსერვისი" და რატომ არ რეაგირებს მერია კომპანიასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე,"-ნათქვამია კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აუდიტის სამსახურს "პარკინგსერვისის" სამსახურის საქმიანობის შესწავლისაკენ მოუწოდებს.

შპს "პარკინგსერვისი" საქმიანობას 2016 წლის 25 იანვრიდან შეუდგა და 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შპს-ში 41 ადამიანია დასაქმებული. 


 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 15 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019