პოლიტიკა
ახალი დაგროვებითი საპენსიო რეფორმა პირველი იანვრიდან ამოქმედდება

2019 წლის პირველი იანვრიდან ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგემება.

რეფორმის შესახებ საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისში ისაუბრეს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, ახალი რეფორმა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად შემუშავდა.

ახალი რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას სამი მხარე იღებს: დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო. წინასწარი პროექტის მიხედვით, დასაქმებული და დამსაქმებელი ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს, სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს. საბოლო ფორმულის მიხედვით, 2%+2%+2%, ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი ხელფასის 6% დაიზოგება. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ფონდში 4 %-ს გადარიცხავენ.

საპენსიო სქემაში ავტომატურად ერთვება 55 წლამდე ასაკის მამაკაცები და 60 წლამდე ასაკის ქალები. 40 წელს ზევით მოქალაქეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ დარჩნენ თუ არა სქემაში. მათ სისტემის დატოვება სამი თვის ვადაში, განცხადების საფუძველზე შეეძლებათ.

რაც შეეხება დაზოგილი თანხების უსაფრთხოებას, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ დღესდღეობით საბანკო სისტემა მყარია და რისკები არ არსებობს.

საქართველოში 73 000 პენსიონერია.


 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
16:51 / 16.07.2019
"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას ბრალდებებს,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019