პოლიტიკა
"ქუთაისში მოქალაქეების 70 % პარკირების გადასახადს არ იხდის"
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევას ეხმაურებიან. კვლევის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან დღემდე, "პარკინგსერვისს" იჯარის სახით მერიის ბიუჯეტში ჯამში 1 390 245 უნდა გადაეხადა, თუმცა, 2018 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 149 999 ლარია გადახდილი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მერია საიჯარო თანხის გადაუხდელობაზე არ რეაგირებს და არც კომპანიის მართვის ან ხელშეკრულების პირობების ცვლილებას აპირებს.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, კომპანიას დავალიანება მოქალაქეთა გადაუხდელი ჯარიმების გამო წარმოექმნა. მისივე თქმით, დავალიანების არსებობა არაეფექტური მენეჯმენტით არ არის გამოწვეული. 

"წარმოქმნილი დავალიანება გამოწვეულია იქედან, რომ ქუთაისში მოქალაქეების 70 % პარკირების გადასახადს არ იხდის. საჭიროა სარეკლამო და მარკეტინგული კუთხით მუშაობა, რომ მოქალაქეებმა შეიძინონ პარკირების ბილეთები. ჩვენი მიმართულება არ არის ის, რომ მოქალაქეები ვაჯარიმოთ. ჩვენ არასდროს ვფიქრობთ იმას, რომ შპს მომგებიანი მოქალაქეების დაჯარიმების ხარჯზე გახდება. უნდა ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება, რომ არსებული მოსაკრებლით ქალაქის ბიუჯეტი შეივსება და ქალაქსვე მოხმარდება,"-განაცხადა გიორგობიანმა. 

როგორც მერიის წარმომადგენელი განმარტავს, "პარკინგსერვისისათვის" დავალიანების გადანაწილება გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოხდება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 22 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019