“ალმა რუს საქართველოს”, რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებდა,

ქუთაისის მერიისათვის 185 000 ლარის დაბრუნება მოუწევს. კომპანიას ხელშეკრულება გუშინ, 5 დეკემბერს ცალმხრივად შეუწყდა. როგორც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებს, ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები გახდა. კომპანიას თანხა 5 დღის ვადაში უნდა დააბრუნოს.

“სამუშაოები უნდა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ვინაიდან ვერ მოხდა ამ სამუშაოების დასრულება, შეწყდა ხელშეკრულებაც. ასევე, მონიტორინგის ჯგუფს ხარისხთან დაკავშირებით აქვს პრეტენზიები. 5 დღის გასვლას დაველოდებით და მივმართავთ სამხარაულის ექსპერტიზას. პრეტენზიები არ გვაქვს ხიდის მდგრადობასთან დაკავშირებით,”-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

ქუთაისის მერიას “ალმა რუს საქართველოსთვის” 290 000 ლარი აქვს გადარიცხული. სწორედ აღნიშნული თანხიდან მოუწევს მას 185 000 ლარის დაბრუნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *