პოლიტიკა
"როგორ უნდა გაფლანგო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი, ამის მაგლითია თეთრი ხიდი" - გიგა შუშანია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.  ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია შუშანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თეთრი ხიდის რეაბილიტაციის საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო. დეპუტატი აცხადებს, რომ ხიდი სავალალო მდგომარეობაშია და შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საკითხი, შეძლებს თუ არა ის ფუნქციონირების გაგრძელებას. 


"ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ თეთრი ხიდის პროექტი იყო არასწორად შედგენილი. სამუშაოები მიმდინარეობდა დარღვევებით და ბოლოს, როდესაც ვითომ ზარზეიმით გახსნა ქუთაისის მერმა ეს ხიდი, მეორე დღეს რომ მივედით, კონსტრუქცია იყო სავალალო მდგომარეობაში. დაწყებულია კოროზია, დაჟანგულია. კონსტრუქცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, დღეს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, შეძლებს თუ არა ფუნქციონირების გაგრძელებას. ზედაპირიც საშიშია ასევე იმიტომ, რომ ყინვაში, წვიმაში, მით უფრო ზაფხულში მასზე გავლა შეუძლებელია."- განაცხადა გიგა შუშანიამ.


დეპუტატი ამბობს, რომ ქუთაისის ბიუჯეტმა 315 ათასი ლარი უკვე იზარალა. მიიჩნევს, რომ ფაქტით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა მანამდე აინტერესებს, რა ბედი ეწევა გაფლანგულ თანხას და ხიდს. 

"პროექტი შეიცვალა რამდენჯერმე. მიგვაჩნია, რომ მერიასა და ამ კომპანიას შედგა გარიგება. პროექტი იცვლებოდა სხვადასხვა ეტაპზე. 315 ათასი ლარი უკვე გადარიცხულია იმ თანხიდან, რაც იყო ტენდერით გამოცხადებული. მაინტერესებს, ქუთაისის მერია, რომელიც იძულებული გახდა საზოგადოების ზეწოლის შემდეგ და გაწყვიტა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება, რა ეშველება 315 ათას ლარს ბიუჯეტიდან. ვინ დააბრუნებს ამ თანხას უკან. კონკრეტული მტკიცებულება არ გამაჩნია კონკრეტული თანხის მიმოქცევა იყო თუ არა მერსა და კომპანიას შორის , მაგრამ როგორ უნდა გაფლანგო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი ამის მაგალითია თეთრი ხიდი. არ მაქვს იმედი, რომ ამით საგამოძიებო უწყებები სწრაფად დაინტერესდებიან, უბრალოდ ქუთაისის ბიუჯეტმა და გადასახადი გადამხდელებმა დაკარგეს 315 ათასი ლარი და შედეგად დაზიანებული თეთრი ხიდი მივიღეთ." - განაცხადა გიგა შუშანიამ. 

ქუთაისის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან "ალმა რუს საქართველო" ხელშეკრულება 5 დეკემბერს გაწყვიტა. ამის მიზეზად მერიაში კომპანიის მხრიდან სამუშაოების უხარისხოდ შესრულება სახელდება. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას 185 000 ლარის უკან დაბრუნება მოუწევს. გარდა ამისა, კომპანიას შესაძლოა დამატებით 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისროს თეთრ ხიდზე თეთრი ქვების შეტანის გამო. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, საქმეს სასამართლო განიხილავს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს ქუთაისში.
17:08 / 19.03.2019
უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს ქუთაისში.
ოპოზიციური პარტიები და უპარტიო საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო
კოდექსში
13:40 / 14.03.2019
ოპოზიციური პარტიები და უპარტიო საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კოდექსში
17:21 / 13.03.2019
"ქუთაისის უნივერსიტეტმა" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ქუთაისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების
15:57 / 13.03.2019
"რა შეისწავლა აუდიტის სამსახურმა არ ვიცი, არ ვყოფილვარ ამაში ჩართული.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« მარტი  »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
თბილისი 2 - 12 °C
img
ქუთაისი 3 - 15 °C
img
ბათუმი 8 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ქუთაისი-ფარცხანაყანევისა და ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,
13:35 / 18.02.2019
"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელოს"
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღვანელის გია გოქაძისა და ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
12:17 / 20.02.2019