პოლიტიკა
"ვფიქრობდით, რომ ქართველი ჯარისკაცის მდგომარეობას გულთან მიიტანდა"-იმერეთის გუბერნატორს გულგრილობაში ადანაშაულებენ
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს გულგრილობაში ადანაშაულებს. შვილმკვდარი მამა, შავლეგო ტაბატაძეს, როგორც ყოფილი გენერალს, შეხვედრას რამდენიმე კვირაა უშედეგოდ სთხოვს. სამხედროს მამა ირწუმება, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს. გარდაცვლილი მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრს სთხოვს.

"მას შემდეგ, რაც იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრა ვითხოვეთ, 2 კვირა გავიდა. ვფიქრობდით, რომ ქართველი ჯარისკაცის მდგომარეობას გულთან მიიტანდა. ვერც ერთი უწყებიდან ვერანაირი პასუხი მივიღე. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შემხვდეს და დაინტერესდეს, რის გამო გარდაიცვალა ჩემი შვილი,"-აცახდებს დაღუპული სამხედროს მამა.

"არჩევნებამდე არ გვინდოდა განცხადებების გაკეთება, რადგან საქმეს პოლიტიკური ელფერი არ ჰქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გუბერნატორმა ვერც არჩევნების დასრულების შემდეგ გამონახა დრო ოჯახთან შესახვედრად. ვფიქრობდით, რომ მან ყველაზე უკეთ იცის რა პრობლემებია ქართულ ჯარში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს ოჯახს პასუხი, რა მოხდა სინამდვილეში,"-აცხადებს ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ მათთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე განმარტებით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს ქუთაისში.
17:08 / 19.03.2019
უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს ქუთაისში.
ოპოზიციური პარტიები და უპარტიო საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო
კოდექსში
13:40 / 14.03.2019
ოპოზიციური პარტიები და უპარტიო საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კოდექსში
17:21 / 13.03.2019
"ქუთაისის უნივერსიტეტმა" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ქუთაისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების
15:57 / 13.03.2019
"რა შეისწავლა აუდიტის სამსახურმა არ ვიცი, არ ვყოფილვარ ამაში ჩართული.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« მარტი  »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
თბილისი 2 - 12 °C
img
ქუთაისი 3 - 15 °C
img
ბათუმი 8 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ქუთაისი-ფარცხანაყანევისა და ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,
13:35 / 18.02.2019
"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელოს"
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღვანელის გია გოქაძისა და ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
12:17 / 20.02.2019