პოლიტიკა
"ვფიქრობდით, რომ ქართველი ჯარისკაცის მდგომარეობას გულთან მიიტანდა"-იმერეთის გუბერნატორს გულგრილობაში ადანაშაულებენ
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს გულგრილობაში ადანაშაულებს. შვილმკვდარი მამა, შავლეგო ტაბატაძეს, როგორც ყოფილი გენერალს, შეხვედრას რამდენიმე კვირაა უშედეგოდ სთხოვს. სამხედროს მამა ირწუმება, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს. გარდაცვლილი მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრს სთხოვს.

"მას შემდეგ, რაც იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრა ვითხოვეთ, 2 კვირა გავიდა. ვფიქრობდით, რომ ქართველი ჯარისკაცის მდგომარეობას გულთან მიიტანდა. ვერც ერთი უწყებიდან ვერანაირი პასუხი მივიღე. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შემხვდეს და დაინტერესდეს, რის გამო გარდაიცვალა ჩემი შვილი,"-აცახდებს დაღუპული სამხედროს მამა.

"არჩევნებამდე არ გვინდოდა განცხადებების გაკეთება, რადგან საქმეს პოლიტიკური ელფერი არ ჰქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გუბერნატორმა ვერც არჩევნების დასრულების შემდეგ გამონახა დრო ოჯახთან შესახვედრად. ვფიქრობდით, რომ მან ყველაზე უკეთ იცის რა პრობლემებია ქართულ ჯარში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს ოჯახს პასუხი, რა მოხდა სინამდვილეში,"-აცხადებს ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ მათთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე განმარტებით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.
| Print |