საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიასთან წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობების შესახებ ისაუბრა. ლომჯარიამ ყურადღება ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ პაციენტები კლინიკებში კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩებიან.

“ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
უკიდურესად მძიმე პირობებში კვლავ რჩებიან ადამიანები ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რაზეც დაუყოვნებლივ არის მისაღები მყისიერი ზომები,”-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველის აპარატში შესულია 7 350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის საკითხებს შეეხება. ამ დროის განმავლობაში აპარატმა 3 395 მოქალაქე მიიღო, 8 089 მოქალაქისაგან კი სატელეფონო შეტყობინება დაფიქსირდა. ცხელ ხაზზე შესულია 5 158 ზარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *