ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატი

გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონის მოქმედი მერის კახაბერ მახათაძის გადადგომას ითხოვს და აქციების დაწყება აანონსებს. გიორგი გოგლიჩიზე ამბობს, რომ კახა მახათაძეს არ აქვს მორალური უფლება იყოს ამ ქალაქის მერი. 

“მახათაძის წინააღმდეგ, შვიდ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ერთ–ერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც საკუთარი ძმა ჰყავს ჩართული; ასევე, ტენდერების საკითხი, კერძოდ კი, მან ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე მონაკვეთზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები არ შეასრულა. მას ზესტაფონთან მხოლოდ ბიზნეს–ინტერესები აკავშირებს. კახა მახათაძეს არ აქვს მორალური უფლება იყოს ამ ქალაქის მერი”, – განაცხადა პრესკლუბ “მედიარუმში” გამართულ ბრიფინგზე გიორგი გოგლიჩიძემ.

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი აქციების დაყებას 10 დეკემბრიდან აანონსებს და აცხადებს, რომ ვიდრე კახაბერ მახათაძე თანამდებობას არ დატოვებს, აქციები მანამდე გაგრძელდება. .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *