პოლიტიკა
ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კოხრეიძე მიიჩნევს, რომ მას გადაადგილების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს. ორგანიზაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატისათვის მიმართვას გეგმავს. 

ნუგზარ კოხრეიძე გაეროს კლიმატის ცვლილებების მოლაპარაკებების კონფერენციაზე დასასწრებად მიდიოდა. კონკრეტული მიზეზი, რის გამოც მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს, მესაზღვრეებს არ განუმარტავთ. მხოლოდ განუცხადეს, რომ სისტემაში დაშვებული არ იყო და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

საზღვარზე სულ 16 აქტივისტი არ შეუშვეს. 16-ვე ადამიანის ისტორიის იურიდიულ დოკუმენტად ჩამოყალიბება იგეგმება და ადამიანის უფლებების დამცველ ყველა უწყებაში გაიგზავნება. 

"შენგენის ზონა გადავლახე გერმანიაში. რადგან ამ ქვეყანამ შენგენის ზონაში შემიშვა, ე.ი შენგენის რეგულაციებთან და ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში დარღვევები არ მაქვს. წესით, პოლონეთში საზღვარი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს საზღვარი დროებით, ამ ღონისძიების გამო არის შემოღებული. სწორედ ამ საზღვარმა აჩვენა, რომ ნუგზარ კოხრეიძე ქვეყნისათვის წარმოადგენდა საფრთხეს. მესაზღვრეებისაგან სხვა განმარტება არ მიმიღია,"-განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

როგორც ორგანიზაციის აქტივისტი განმარტავს, პოლონეთის მთავრობამ უნდა აღიაროს დაშვებული შეცდომა და 16-ვე აქტივისტს მონაცემთა ბაზა გაასუფთავოს, რათა მომავალში მათ მსგავსი პრობლემები კვლავ არ შეექმნათ. ასევე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შესაძლოა კომპენსაციას მოითხოვონ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 22 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019