ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვები

აქვთ ოპოზიციონერ დეპუტატებს. “ევროპული საქართველოს” წევრი მერაბ მეშველიანი აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან ქუთაისში არსებული სოციალური საცხოვრისის რემონტისათვის გამოყოფილი 528 000 ლარის ათვისება არ მოხდა. მისივე განმარტებით, თანხა 2019 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, თუმცა, პრობლემის მოგვარება თვითმმართველობამ ვერც წელს მოახეხა.

“ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ვერ დაიწყო ქმედითი სამუშაოები. წელს პრობლემა პრობლემადვე დარჩა,”-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

როგორც მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ტარიელ მაკარიძემ განაცხადა, თანხა სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას უნდა მიეღო, თუმცა, მან მოვალეობას თავი ვერ გაართვა. მისივე განმარტებით, ამჟამად მოკვლევა მიმდინარეობს და დადებითი პასუხის შემთხვევაში სოციალურ საცხოვრისში სამუშაოები მომავალ წელს განახლდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *