Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ქუთაისის 2019 ბიუჯეტი "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებისა და აქტივისტების შენახვაზეა ორიენტირებული"
ქუთაისის 2019 ბიუჯეტი "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებისა და აქტივისტების შენახვაზეა ორიენტირებული. განცხადებას "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ. მათივე განმარტებით, ბიუჯეტში თითქმის ყველა სფეროსათვის გამოყოფილი თანხების 60-70% სახელფასო ფონდს შეადგენს.

"სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისათვის იბრძოდნენ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები დასაქმებულიყვნენ. არავინ არ ფიქრობს, რომ ქუთაისის მომავალს მას შემდეგ, რაც მან საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგა, განვითარება სჭირდება,"-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა დავით გოგისვანიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი მიიჩნევს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი არც ახალი პროგრამებით არის განებივრებული. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, პროგრამების უმეტესობის შინაარსობრივ ნაწილში წლების განმავლობაში არანაირი ცვლილება შესულა და არც მათთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა შეცვლილა.

"ბიუჯეტში სიახლეები პროგრამების ნაწილში არ გვხვდება. უმეტესი ღონისძიებები ციფრობრივად იგივეა, რაც წარმოდგენილი იყო 2017 -2018 წლებში. როგორ შეიძლება, პრიორიტეტები არ შეცვლილიყო,"-აცხადებს მერაბ მეშველიანი.

ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას 2018 წლის ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებზეც ამახვილებენ. მათივე განმარტებით, განათლების სფეროში 116 000 ლარი, სპორტში 23 000 ლარი, კულტურის სფეროში 118 000 ლარი, ახალგაზრდული მიმართულებით კი 51 000 ლარია აუთვისებელი. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული არასწორი მენეჯმენტის ბრალია.

"ევროპული საქართველო" თვითმმართველობას პრიორიტეტების გადახედვისაკენ მოუწოდებს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020