საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის

უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ ქუთაისის მუნიციპალიტეტს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

“გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სახელით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაში აქტიური მონაწილეობისათვის. თქვენი ჩართულობით, ისე როგორც არასდროს, წლევანდელი კამპანია განსაკუთრებით მასშტაბურად განხორციელდა. ასევე თქვენი დამსახურებით, წელს, კამპანია გამოირჩეოდა განსაკუთრებული კოორდინირებულობით. მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ძალიან კარგი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მაგალითი. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია განაგრძობს თქვენთან აქტიურ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრი წარმატებული ღონისძიების, კამპანიის გამართვას შევძლებთ!” – ნათქვამია ჯაფარიძის სამად,ლობე წერილში, რომელიც მუნიციპალიტეტს გამოეგზავნა.

გენდერული თანასწორობისა საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შსენგელიას თქმით მუნიციპალიტეტი მომდევნო წლებში უფრო მასშტაბურად აღნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს.

მადლობა სოფო ჯაფარიძეს. მუნიციპალურ დონეზე, რა თქმა უნდა, საჭიროა გადაიდგეს მკაფიო და ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული. ასევე, განამტკიცებს ცნობიერების ზრდას საზოგადოების სხვადასხვა ფენაში. ვფიქრობ, მომავალში კამპანიის ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო უფრო მეტად აქტიური იქნება.” – ამბობს ირაკლი შენგელია, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია აქტიურად განაგრძობს ქუთაისის მუნიციპალიტეტთან მუშაობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *