პოლიტიკა
სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები ქუთაისის მერს უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ქუთაისის მერიის წინ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები შეიკრიბნენ. როგორც სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა განაცხადეს, მათ ელექტროენერგიის მიწოდება გადაუხდელი დავალიანების გამო შეუწყვიტეს. მათივე განმარტებით, კომპანიამ სამ ოჯახს ელექტროენერგიის მრიცხველებიც მოუხსნა. სოციალურად დაუცველები ქუთაისის მერს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერი მათ დავალიანების დაფარვას დაჰპირდა, თუმცა, პირობა არ შეასრულა. 

"სამი სიცხიანი ბავშვი მყავს სახლში, ისედაც რთულ პირობებში კიდევ უფრო დაგვიმძიმდა მდგომარეობა. 150 ლარი მქონდა გადასახდელი, ვითხოვე თანხის გადანაწილებაც, მაგრამ არც თხოვნამ გაჭრა და არც მუდარამ. მერიაში მითხრეს მრიცხველს არავინ მოგიძრობს და თანხას ჩვენ დავფარავთო, მაგრამ ჩვენი ამბავი ამ დრომდე არავის მოუკითხავს,"-განაცხადა ირანდა ნემსიწვერიძემ.

სოციალური საცხოვრისის ბინადრები ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, როგორც გაირკვა, მათ მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილე ხვდება.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის დავალიანების ძირითადი ნაწილი დაფინანსდება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის
საკრებულოში
18:02 / 20.11.2019
ქუთაისში, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში
16:41 / 20.11.2019
"ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტში
16:41 / 20.11.2019
"ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტში
14:45 / 20.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
,,ქუთაისი თავისუფლებისთვის
11:23 / 20.11.2019
,,ქუთაისი თავისუფლებისთვის" - ქუთაისში აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები
ამინდი
თბილისი 3 - 13 °C
img
ქუთაისი 7 - 17 °C
img
ბათუმი 10 - 16 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019