ზესტაფონის საკრებულომ 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 144, 3 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, 1749, 9 ათასი ლარით მეტია. 2019 წლის ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო პროექტებზე იქნება ორიენტირებული.

ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 4694,4 ათასი ლარი დაიხარჯება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2801,0 ათასი ლარია განსაზღვრული. სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1560,0 ათასი ლარია გათვალისწინებული. ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის დაფინანსება 1627, 5 ათასი ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2467,5 ათასი ლარი. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა – რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის დასაფინანსებლად განსაზღვრულია 1627, 5 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებისთვის 1674,5 ათასი ლარი. სპორტის განვითარების ხელშეწყობის დასაფინანსებლად 600, 0 ათასი ლარია განსაზღვრული.

დარჩენილი თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

451100 ლარი – საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;

25 0000 ლარი -მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;

100000 ლარი – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია – მასალების შესყიდვა;

130000 ლარი – სპორტული მოედნების რეაბილიტაცია;

100000 ლარი – გარე განათებების მოწყობა;

130000 ლარი – სანიაღვრე არხების და დამცავი ჯებირების მოწყობა;

365500 ლარი – გზების რეაბილიტაცია;

500000 ლარი – სტადიონის ტრიბუნებისა და გასახდელების მოწყობა;

70400 ლარი – ქუჩების დახაზვა, საგზაო ნიშნების დაყენება და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა;

80000 ლარი – მოსწავლე – ახალგაზრდობის შენობის ფასადის რეაბილიტაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *