პოლიტიკა
ქუთაისის მერი: ბერი თევდორეს ქუჩაზე სამუშაოები ხვალ დილიდან გაგრძელდება

ქუთაისის მერი ბერი თევდორეს ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა, რომლებმაც გზის საფარის დაუსრულებელი

სამუშაოები დღეს გააპროტესტეს. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე ხვალ დილიდან დაიწყება აქტიური სამუშაოები და უახლოეს მომავალში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, მოწესრიგდება გზის საფარიც.

"ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის კომპანია "ეს ემ კა" ჩვენთან ერთად ატარებს სამუშაოებს, მათ შეჩერებული ჰქონდათ რეაბილიტაციის პროცესი, რის გამოც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. "ეს ემ კა"-ს წარმომადგენლები დავიბარეთ და შევთანხმდით, რომ ხვალ დილიდან სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება, რათა დროულად დასრულდეს და ჩაბარდეს აღნიშნული ქუჩა,"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის წყალმომარაგების სერვისცენტრის ტექნიკური სამსახურის უფროსი. მალხაზ გუნიავას განმარტებით, ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის 70 პროცენტი უკვე მოწყობილია და დასრულებამდე 100 -მეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი.

,,აღნიშნულ ქუჩაზე გადამყვანი სამუშაოების შესრულებაა დარჩენილი. ხვალ შემოვა კონტრაქტორი ფირმა "ეს ემ კა" და მოაწყობს გადამყვანებს. ბოლო ეტაპი იქნება ლაბორატორიული ანალიზი და ტესტირების სამუშაოები. უახლოეს დღეებში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა,"- განაცხადა მალხაზ გუნიავამ.


 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 22 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019