“ევროპა ჩვენი სახლია” ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ლატარიას

მიერ კრემლის ფონზე ფოტოს გადაღებას აპროტესტებს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, მაღალი თანამდებობის პირისაგან მსგავსი საქციელი მიუღებელია, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.

“ნიკოლოზ ლატარია ქუთაისში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი გახლავთ. ეს არ არის უწყინარი ფოტო, რომელიც გადაღებული თავისუფლების ქანდაკებასთან ან ეიფელის კოშკთან. ჩვენ ვსაუბრობთ კრემლის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე საქართველოში. ამ სურათით არ დასტურდება, რომ ნიკოლოზ ლატარია იმავეს განიცდის, რასაც ჩვენი მოქალაქეები. ეს არის იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრემლი არ არის დამნაშავე ქართულ პოლიტიკასთან მიმართებაში,”-განაცხადა გია გოქაძემ.

ორგანიზაციის წევრები პოზიციის დაფიქსირებისაკენ საკრებულოს სხვა წევრებსა და იმერეთის გუბერნატორს მოუწოდებენ.

საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ ქუთაისის საკრებულოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *