Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის მერიამ 2018 წელს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებს 44 600 ლარის კომპენსაცია გადაუხადა
რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა "ნათელი მომავალი" საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზი და შეფასება წარადგინა. ორგანიზაციამ კვლევა ნეოფილების კლუბთან პარტნიორობით 8 თვის განმავლობაში, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 31-აგვისტომდე ჩაატარა. დაკვირვება იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტზე ქუთაისზე, წყალტუბოზე, ხონსა და სამტრედიაზე განხორციელდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი შეისწავლეს, რომელთა შორისაა საჯარო სამსახურში მიღება, რეორგანიზაცია და მობილობა, სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა.

"მუნიციპალიტეტებში მერების მოსვლის შედეგად დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც სამსახურიდან გათავისუფლდა 91 საჯარო მოხელე. გარდა ამისა, ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსებმა თანამდებობა პირადი განცხადების ფონზე დატოვეს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური პროცესებისაგან არ არის თავისუფალი პროფესიული საჯარო სამსახური. გარდა ამისა, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო პირების სამსახურში მიღება ხდება კონკურსის გარეშე მაშინ, როცა კანონმდებლობა ითვალისწინებს რომ ჩატარდეს კონკურსი. მაღალია პირადი განცხადებების საფუძველზე სამსახურიდან წასვლის მაჩვენებელი. შემდგომ ხშირად იწყება სასამართლო დავები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ხშირად უწევთ კომპენსაციის გადახდა. ამ კუთხით ქუთაისის მერიამ 30 000 ლარზე მეტი გადაუხადა მოხელეებს. ხოლო რეორგანიზაციის ფონზე გათავისუფლებულ მოხელეებს 44 600 ლარი გადაუხადა,"-განაცხადა იურისტმა ნინო ცუხიშვილმა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ნაკლები პრობლემურობით მუნიციპალიტეტების საკრებულოები გამოირჩევიან, რაც მათივე განმარტებით, საკრებულოში უფრო ნაკლები საჯარო მოხელის არსებობიდან გამომდინარეობს. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 8 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 22 °C
img
ბათუმი 9 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020