პოლიტიკა
ქუთაისის მერს თანამდებობის დატოვებისაკენ მოუწოდებენ
ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიები ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ. "ძალა ერთობაშიას", "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელები მერს განცხადების დაწერისა და უფლებამოსილებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ. პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიმართავენ და მერის გადაყენებას სთხოვენ.

ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა არაკომპეტენტურობის, კორუფციის, ნეპოტიზმის, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვისა და ქალაქში არსებული დაუსრულებელი პროექტების, მათ შორის თეთრი ხიდის გამო უნდა დატოვოს.

"გიორგი ჭიღვარიას მოღვაწეობის პერიოდში ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. სამაგიეროდ, დღეს მერმა შეიძინა კომიკური პერსონის სტატუსი. მერის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი არის ნაკლოვანი და დანაშაულებრივი. ბიუჯეტის სახსრები იხარჯება უმიზნოდ,"-განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა სამსონ გუგავამ.

"ქუთაისის მერმა ვერც ერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო. ერთადერთი, რაც განხორციელდა იყო თეთრი ხიდი და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება ნახევარი მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან და შემდეგ ისტორიული ხიდი დააზიანო,"-განაცხადა "ძალა ერთობაშიას" წევრმა გიგა შუშანიამ.

"ქალაქის მერი ვერ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ვერ გრძნობს, რომ ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაშია. სკანდალის გარეშე ვერ ერთი პროექტი ვერ ხორციელდება, კორუფცია ყვავის. გიორგი ჭიღვარიამ უნდა დაწეროს განცხადება და ქუთაისის მოქალაქეებს მისცეს საშუალება, აირჩიონ ღირსეული ადამიანები,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით გოგისვანიძემ.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი კონსულტაციებს გააგრძელებენ, თუ როგორ უნდა დაატოვებინონ მერს თანამდებობა. 






FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 20 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019