Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ძალიან მალე გვექნება წარმატებული ქალაქი"-ქუთაისის მერი
ქუთაისის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს.

"მე ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი. ჩვენ ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას. ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ისინი ამას ხედავენ და არ აწყობთ. ჩვენ 2018 წელს 141 ობიექტი დავასრულეთ. შემოდგომაზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან კიდევ წამოვიღეთ დამატებითი თანხა. ამ ეტაპზე სამი ქუჩის რეაბილიტაცია წარმატებულად მიმდინარეობს და ამაში მოსახლეობაცაა ჩართული. 2019 წლისათვის კი გვაქვს სერიოზული გეგმები. წამოვწიეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ცენტრალური სკვერის, გალერეას რეაბილიტაცია, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია. ძალიან მალე გვექნება წარმატებული ქალაქი,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

რაც შეეხება საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვას, როგორც ქუთაისის მერი ამბობს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქალაქს პარლამენტის ალტერნატივა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიები ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ. "ძალა ერთობაშიას", "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელები მერს განცხადების დაწერისა და უფლებამოსილებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ. პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიმართავენ და მერის გადაყენებას სთხოვენ. ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა არაკომპეტენტურობის, კორუფციის, ნეპოტიზმის, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვისა და ქალაქში არსებული დაუსრულებელი პროექტების, მათ შორის თეთრი ხიდის გამო უნდა დატოვოს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020