"ოპოზიციის წევრებს, ჩემს კოლეგებს მინდა შევახსენო,
რომ მერის უფლებამოსილებას, მათ შორის საქმიანობის შეჩერება,
რეგულირდება თვითმმართველობის კოდექსით." - ასე ეხმაურება ოპოზიციის
მოთხოვნას ქუთაისის მერის გადადგომის შესახებ, საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.მისი თქმით, მათ მოსახლეობა
შეცდომაში შეჰყავთ და მერის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას
ახდენენ.
" იმპიჩმენტის გამოცხადება ბრიფინგით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე,
არ ხდება. ერთია აკრიტიკებდე განხორციელებულ საქმიანობას, პროექტებს
და მეორე აკეთებდე ხმაურიან განცხადებებს, რომელსაც მოსახლეობის
შეცდომაში შეყვანა შეუძლია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი -
გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ცუდია, ვერ ვხვდებით,
მერის ამგვარი შეურაცხყოფით ღირსებას ვულახავთ ჩვენს ქალაქს. ქუთაისის
წინაშე მდგომ გამოწვევებს სჭირდება პოზიცია - ოპოზიციის ერთობლივი
მუშაობა. ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის ის პროექტები, რომელთან
დაკაშირებითაც ბრიფინგებს მართავენ. ჩვენი ქალაქის მერს ვუსურვებ
ნაყოფიერ წლებს, მის მიერ საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე აღებული
ანგარიშვალდებულების ვადების ფანრგელბში შესრულებას."- განაცხადა
ირაკლი შენგელიამ.
შეგახსნებთ, "ძალა
ერთობაშიას", "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის"
ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დღეს მერს განცხადების
დაწერისა და უფლებამოსილებაზე უარის თქმისაკენ
მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები