წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე სხდომის მიმდინარეობისას დააკავეს.

როგორც საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯომარემ ბადრი პაპავამ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, ფორმიანი პირები სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში შევიდნენ და გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს.

“შემოვიდნენ სხდომის მიმდინარეობისას. განაცხადეს, რომს სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული სააგენტოდან იყვნენ და დააკავეს. კონკრეტულად რა საქმეზე მოხდა მისი დაკავება ვერ გეტყვით, არ ვიცი. “-ამბობს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბადრი პაპავა.

ერთ-ერთი ვერსიით, საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღებისათვის დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხზე ბრიფინგი გაიმართება და დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *