პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის წინ სატრანსპორტო image= მოძრაობის დარეგულირებას ითხოვს. მისივე განმარტებით, ტერიტორიაზე გადაადგილება ქაოსურია. წულაია მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.

“ადგილობრივ ხელისუფლებას იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა მოაწესრიგოს. ამ ყველაფერს სულ რაღაც ორი შუქნიშნის დაკიდება უნდა, რადგან ქალაქში ქაოსური სიტუაცია არ შეიქმნას. ეს ადგილი არის კიბოს გაჩენის ოაზისი, ჰაერის დაბინძურების პირველი ადგილი. ამ ტერიტორიის მოვლას მხოლოდ ქალაქის სიყვარული სჭირდება,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *