Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისში მორიგე საბავშვო ბაღის დამატებაზე იმსჯელეს
ქუთაისში მორიგე საბავშვო ბაღის დამატებას ითხოვენ. ინიციატივა ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიას წარუდგინა. 

"ვიმსჯელეთ, რა ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება მესამე მორიგე საბავშვო-ბაღის დამატებას. როგორ უნდა მოხდეს მათი განლაგება ქალაქში. ამ მიმართულებით კონკრეტული პასუხები ერთ თვეში გვექნება,"-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ.

როგორც ქუთაისის "ბაგა-ბაღების გაერთიანების" დირექტორმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა, მორიგე ბაგა-ბაღის შენახვა ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 6 000 ლარი ჯდება. მისივე განცხადებით, თანხები დაანგარიშდება, საკითხის მოკვლევა დასრულდება და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. 

ქუთაისში ორი მორიგე ბაღი ივლისის თვის განმავლობაში ფუნქციონირებს. ქალაქში სულ 37 საბავშვო ბაღია.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020