პოლიტიკა
კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხი მოქალაქეების გამოკითხვის შემდეგ გადაწყდება
ქუთაისში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის ინიციატივით ქუთაისის გენდერულმა საბჭომ ქუთაისის საკრებულოს მიმართა. როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აცხადებს, ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფლების ქარტიას, თუმცა მისი დემონტაჟი მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე არ მოხდება.

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კიკვიძის ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფლების ქარტიას. ის, რაც ეწინააღმდეგება კანონს, ვფიქრობ, რომ არ უნდა არსებობდეს. მოსახლეობის ჩართულობა ამ საკითხში მნიშვნელოვანია. აუცილებელია კვლევის ჩატარება და მათი პოზიციის მოსმენა. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ,"-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

რეკომენდაცია ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ განიხილა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე ამბობს, ჩატარდება სოციოლოგიური კვლევა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება.    

"ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დაიქირავოს კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ქალაქის მასშტაბით მოახდენს გამოკითხვას მოქალაქეების. თუ ხალხის სურვილი იქნება ძეგლის აღება და ჩვენ კვლევა ამას გვაჩვენებს, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ამ საკითხზე. თუ საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ რომ ძეგლი უნდა დარჩეს, მაშინ ძეგლს ხელს არ ვახლებთ,"-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომისიის სხდომაზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა კომისიის წევრმა დავით წულეისკირმა. მისი განმარტებით, კიკვიძის ძეგლი საქართველოს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს.

"ეს მატერიალური ძეგლი არ უნდა გავანადგუროთ. გამოდის, რომ მომდევნო თაობას ისტორიის რაღაც პერიოდს ამოვუშლით,"-განაცხადა წულეისკირმა.

კიკვიძის ძეგლის აღებას დიდი ხანია ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია".


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მიმდებარე
18:38 / 11.11.2019
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე
17:20 / 11.11.2019
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა
წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. წყალტუბოს
13:04 / 11.11.2019
წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. წყალტუბოს
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 4 - 18 °C
img
ქუთაისი 8 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019