პოლიტიკა
"ქუთაისის მერიისაგან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს გზით მივიღეთ"
"ქუთაისის მერიისაგან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს გზით მივიღეთ,"- აღნიშნულის შესახებ "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა მერაბ მეშველიანმა განაცხადა. სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, ქუთაისის მერიისაგან საჯარო ინფორმაცია დღეს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე მიიღეს. საქმე ეხება ინფორმაციას ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული " ქუთაისის #4 შერეულ პოლიკლინიკაში" დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობისა და სახელფასო ნაწილის შესახებ. 

"ევროპული საქართველოს" დეპუტატებისათვის მნიშვნელოვანია ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული სამსახურების, აიპების და შპს-ების საქმიანობის მონიტორინგი, თანამშრომელთა რაოდენობა, მათი სახელფასო ნაწილის გამჭირვალობა. მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ჩვენ მიერ პირველი კვლევის მომზადების დროს, მხოლოდ შპს "ქუთაისის #4 შერეული პოლიკლინიკის" მიერ არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება თანამშრომელთა რაოდენობისა და სახელფასო ნაწილის შესახებ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტების ჩართულობით მომზადდა სარჩელი და მივმართეთ სასამართლოს საჯარო ინფორმაციის მოწოდების მიზნით. ჩვენს მიზანს რაც წარმოადგენდა, უკვე მიღწეულია,"-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

სხდომაზე სადავო დოკუმენტაცია ქუთაისის მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ წარადგინა.

სასამართლო დავის დაწყებამდე ირაკლი გიორგაძე აცხადებდა, რომ "ევროპულ საქართველოს" გამოთხოვილ ინფორმაციაზე უარი კანონის საფუძველზე ეთქვა და მოთხოვნილი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენდა.

პარტიაში აცხადებენ, რომ მერიის დაქვემდებარებაში არსებული აიპებისა და შპს-ების საქმიანობის მონიტორინგს კვლავ გააგრძელებენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
23:02 / 22.07.2019
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ოფიციალური
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
18:09 / 22.07.2019
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ვიცე-პრემიერმა
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
13:19 / 22.07.2019
იმერეთის ახალ გუბერნატორს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი
მიიღო.
12:58 / 19.07.2019

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
21:50 / 18.07.2019
იმერეთის გუბერნატორად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 22 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019