პოლიტიკა
მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების თარიღად ქალაქის მერი 28 თებერვალს ასახელებს

"სიახლეები რაც გვექნება, მოსახლეობა აუცილებლად შეიტყობს,"-აღნიშნულის შესახებ

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჭიღვარიამ განმარტა, მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა მან არ უპასუხა შეკითხვას დატოვებენ თუ არა თანამდებობას მისი მოადგილეები გიორგი იობაშვილი და იუზა უგულავა. 

"მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სიახლეები რაც გვექნება, ამის შესახებ მოსახლეობა აუცილებლად შეიტყობს. კადრებთან დაკავშირებით თუ რამე სიახლე იქნება საზოგადოებას აუცილებლად გავაგებინებთ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების თარიღად ქალაქის მერი 28 თებერვალს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია გიორგი იობაშვილის და იუზა უგულავას თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. საუბარია იმერეთის ვიცე-გუბერნატორის გრიგოლ დალაქიშვილის შესაძლო გათავისუფლების შესახებაც.

 

| Print |