ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ საბჭოდან წევრების გაწვევის შესახებ იმსჯელა.

საბჭოს დატოვება მის 5 წევრს მოუწევს, რომლებსაც 6 თვის მონაცემებით, დასწრების ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი აქვს. მათ შორის არიან ალექსანდრე ჩინჩალაძე, შოთა გვენეტაძე, დიმიტრი კვანტალიანი, ამბერკი დვალიშვილი და ქართლოს კუტივაძე. 

საბჭოს მდივანის ნუგზარის კოხრეიძის განმარტებით, საბჭოს დებულებით მიხედვით, ზედიზედ 3 სხდომის გაცდენის შემდეგ შესაძლებელია დადგეს ასეთი წევრების გაწვევის საკითხი.

საბჭოდან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ქუთაისის მერი მიიღებს.

საბჭოში სულ 21 წევრია, რომლებიც ბიზნეს, სამოქალაქო და საზოგადოებრივი სფეროებიდან არიან შერჩეული.

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. სხდომას არ ესწრებოდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე-მერები. სხდომას მხოლოდ მერის მრჩეველი ზურაბ ხურციძე ესწრებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *