Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისსა და წყალტუბოში ჩავა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  9 თებერვალს ქუთაისსა და წყალტუბოს ეწვევა.
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.
ის ბოტანიკურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰესს დაათვალიერებს.

პრეზიდენტი რეგიონში ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა: რამდენიმე სანატორიუმს, საწურბლიას მღვიმეს და გაბაშვილის გორას დაათვალიერებს, რომელზეც ქართულ- პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელები პრეზიდენტს არქეოლოგიური გათხრების შედეგებს გააცნობენ. წყალტუბოში პრეზიდენტი ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრსაც ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს.

სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდება და ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას მოინახულებს, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს. პრეზიდენტი ეწვევა კომპანიას "ჰერბია"-ს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზურაბიშვილის მიზანი საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა. პრეზიდენტს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია უმასპინძლებენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის