“არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ არსებობს” – ასე გამოეხმაურა ქუთაისის

მერი გიორგი ჭიღვარია მისი მოადგილისა და ვიცე გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლას. მისი განცხადებით ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა.

“გიორგი იობაშვილი ერთი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქალაქს. ახლა სხვა მიმართულებით აგრძელებს საქმიანობას. არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ არსებობს. გუბერნიაში ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაძლებელია ცვლილებები განხორციელდეს. ვერ ვხედავ ვერანაირ დაპირისპირებას.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი იობაშვილმა და ვიცე გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა პოსტები გუშინ დატოვეს. პრესსამსახურების განცხადებით, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი მათი პირადი განცხადებაა. ოპოზიციამ კი ეს ფაქტი “ქარული ოცნების” შიდა დაპირისპირებას მიაწერა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *