Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
წყალტუბოსა და ხარაგაულის მერიების აიპების ხელმძღვანელებმა დეკლარაციებში საკუთარი და ოჯახის წევრების ქონება სრულად არ ჩაწერეს
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" წყალტუბოსა და ხარაგაულში მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წყალტუბოში ორმა, ხოლო ხარაგაულში ერთმა ხელმძღვანელმა დეკლარაციები არასრულად შეავსეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, წყალტუბოს ააიპ "საფეხბურთო კლუბი-სამგურალის" დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი შვილი, ლაშა სოფრომაძე არის შპს "ჰოთ-ბოუთის" 25%-იანი და შპს "ენემი გრუპ იმპორტსის" 7%-იანი წილის მესაკუთრე. ზაზა სოფრომაძემ დეკლარაცია 2018 წელს შეავსო.

დეკლარაცია არასრულად აქვს წარმოდგენილი ააიპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" დირექტორს თორნიკე ჯიქიას. მას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს წყალტუბოს სოფელ ყუმისთავში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი. 

რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, აქ დეკლარაცია არასრულად აიპ "ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორმა თეიმურაზ ფურცელაძემ შეავსო. მან დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი შვილი, პავლე ფურცელაძე არის შპს "აი პი კომპანის" 50%-იანი წილის მესაკუთრე.

არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მოუწოდებს, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.





FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 14 °C
img
ქუთაისი 7 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020